მწერალი, რომელმაც ერდოღანი გააკრიტიკა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ren.tv-ის საინფორმაციო სამსახური თურქულ სააგენტო- Nokta-ზე დაყრდნობით იუწყება.
ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.
მწერალმა ერგიუნ პოირაზმა ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას დიპლომი არ აქვს და პრეზიდენტის პოსტი უკანონოდ დაიკავა.
მწერლის განცხადებით, ერდოღანის დიპლომი იმ დროით არის დათარიღებული, როდესაც დიპლომის გამცემი უნივერსიტეტი საერთოდ არ არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ თურქული კანონმდებლობის თანახმად პრეზიდენტს უმაღლესი განათლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს.