logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: საოცარი, გაუგონარი ისტორია მოვისმინე!...
- +

26 დეკემბერი. 2017. 15:58



„საოცარი, გაუგონარი ისტორია მოვისმინე დღეს ბრიფინგზე, რომელიც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჩაატარა!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„არის ასეთი კომპანია „ოცნების სამყარო", რომელიც საბავშვო მაღაზიების ქსელის „ჭიტას" მფლობელია. 21 წელია ეს კომპანია ბაზარზეა, რა დრო არ გამოიარა, „მხედრიონის", სააკაშვილის რეჟიმის, გაუძლო ზეწოლებს, კონკურენციას და ბაზარზე პირველია. წელიწადნახევრის წინ იყიდეს სასაწყობე შენობა და ფართი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 51 ნომერში, სადაც 150 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, იქვე იმ ტერიტორიაზე ასევე ფართი იყიდა შპს. „გიდანმა", რომელიც პროდუქტებს ყიდის. ეს კომპანია 2012 წელს შეიქმნა ვინმე აჭარელი ემზარ გელაძეა მფლობელი, მოინდომეს „ოცნების სამყაროს" საკუთრებაში მყოფი ფართის იაფად ხელში ჩაგდება და შესასვლელი გადაუკეტეს, არ უშვებენ თავიანთ საწყობებამდე, უკანონოდ გააუქმებინეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ გზით უნდა ისარგებლოს კომპანიამ, რადგან სხვა ალტერნატიული შესასვლელი არ არსებობს! ორ კვირაში სააპელაციოს არცერთი განჩინება არ განუხილავს, უპრეცედენტო ფაქტია, აშკარად კორუფციული გარიგებაა. თან ეს გელაძე აშინებს „ჭიტას" მეპატრონეს, 28 დეკემბრის მერე საერთოდ ვერ შეხვალ შენს ტერიტორიაზეო. მოგვყიდე შენი ქონება 100 000 დოლარადო. როცა, ქონება მინიმუმ 2 მილიონადაა შეფასებული. რა ქნას ახლა კანონიერმა მფლობელმა, ვერტმფრენი იყიდოს და ისე მივიდეს თავის კუთვნილ საწყობებამდე? მსგავსი რამ არც მსმენია! როცა სახელმწიფო ბიზნესს აძლევს დღეს სრულ თავისუფლებას, სასამართლო და კერძო მესაკუთრეები ასე უზღუდავენ მშრომელ ადამიანებს მუშაობის უფლებას!" - წერ ნინო ჯღარკავა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner