logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: მესტიაში მომხდარი მკვლელობა ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც...
- +

26 დეკემბერი. 2017. 16:21



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მესტიაში მომხდარი მკვლელობა არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც ადამიანის პოლიტიკურ აქტივობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.


„როგორც ვიცი, ეს ადამიანი თავის შვილს გადაეფარა. მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური კუთვნილების იყო ეს ადამიანი. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ასეთი კრიმინალი აზიანებს ზოგადად, ქვეყნაში სიმშვიდეს და როგორც ვნახეთ, კიდევ ერთი ადამიანი შეიწირა", - აღნიშნა სოფო კილაძემ.


ლომარ ნიგურიანი, რომელიც მესტიის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოკლეს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner