logo_geo
eng_logo
ყაზახეთში პედოფილების მიმართ ქიმიური კასტრაცია ამოქმედდა
- +

22 აპრილი. 2016. 02:38



ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რაც ბავშვთა მიმართ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევაში კანონის  გამკაცრებას გულისხმობს. ახალი საკანონმდებლო წესების თანახმად, ქვეყანაში პედოფილიის გამოვლენის შემთხვევაში მოძალადის მიმართ  ქიმიური კასტრაცია ოფიციალურად ნებადართული იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს.


სააგენტო "ინტერფასის" თანახმად,  დოკუმენტი სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ყაზახეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ჯანდაცვის  სისტემაში ცვლილებებს  მოიცავს.


სენატორ ბირგანიმ აიტიმოვის განცხადებით, პედოფილიის გამოვლენის შემთხვევაში პროცედურა ერთჯერადი ინექციით ჩატარდება, რომელსაც  დროებითი ეფექტი ექნება.


"ინექციის გაკეთება იმას არ ნიშნავს, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთი დარჩება. ეს ასე აბსოლუტურად არ არის",-განმარტავს დეპუტატი.


აღსანიშნავია, რომ პროცედურა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა ნებადართული.


2015 წლის აგვისტოში ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ ხელისუფლებას პედოფილების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ქიმიური კასტრაციის გამოყენება შესთავაზა. რადიკალური ინიციატივა მას შემდეგ დააყენეს დღის წესრიგში, რაც ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობა გაიზარდა. ქიმიური კასტრირება მოიცავს ორგანიზში ჰორმონალური პრეპარატების შეყვანას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლოში ტესტოსტერონის რაოდენობას შეამცირებს, რაც სექსუალურ დისფუნქციას გამოიწვევს.


პირველად  ქიმიური კასტრაცია 1944 წელს ტესტოსტერონის შემცირების მიზნით გამოიყენეს. 2011 წელს რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც პედოფილებისთვის ქიმიური კასტრაციის გამოყენებას გულისხმობს.  თუმცა, მოგვიანებით ეს კანონი პატიმრობით შეიცვალა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner