logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ოთარ აბესაძეზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს
- +

26 დეკემბერი. 2017. 17:27



სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ჩაფიძის კლინიკაში ოთარ აბესაძეზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, აბესაძე სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლოდან გადაიყვანეს.

 

„ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესის დროს გახდა ცუდად. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა ჩაფიძის კლინიკაში. მასზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.


როგორც ცნობილია, ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner