logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
- +

22 თებერვალი. 2016. 10:00



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.


სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის", როგორც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სერგეი სტანიშევს ევროპის სოციალისტური პარტიის წევრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


პრემიერის შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის  ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.


საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.


შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner