logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა ყველა, ვინც ჩათვალა, რომ რეჟიმი უნდა დაგვემარცხებინა!
- +

22 აპრილი. 2016. 03:17



„ეს იყო გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ" -  უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გადაცემა „პრიორიტეტში" კოალიცია „ქართული ოცნების" შექმნის ისტორიას და მიზანს იხსენებს.


ჟურნალისტის კითხვაზე, - ჰყავს თუ არა „ქართულ ოცნებას" იმდენივე მხარდამჭერი რამდენიც ჰყავდა 2012 წელს?! - ჩაფიძე პასუხობს რომ არა, თუმცა პარლამენტის წევრი გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს.


 

„ჩვენ არ გვაქვს იდენტური მხარდაჭერა, რაც იყო 2012 წელს და ავხსნი რატომ. მაშინ ეს იყო გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ.  ადამიანებს, რომლებსაც მიგვაჩნდა, რომ სააკაშვილს ქვეყანა მიჰყავდა დაღუპვისკენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ ვიცოდით, რომ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადამიანების მიმართ ადგილი.

 

შობადობა- სიკვდილიანობის თანაფარდობა იყო უზარმაზარი. სწორედ აქედან წარმოიშვა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ელოდა, 50 წელიწადში საგრძნობლად შემცირება. 

 

„ქართული ოცნების" გარშემო,  ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩათვალა, რომ ჩვენ ეს რეჟიმი უნდა დაგვემარცხებინა."- განაცხადა ჩაფიძემ.  


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner