logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ვეცადოთ შევიყვაროთ ერთმანეთი...
- +

26 დეკემბერი. 2017. 21:04



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს ერის სულიერი გაძლიერებისთვის, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისთვის, სახელწიფო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს ფრთა 2017 გადაეცა.


ღონისძიებაზე საპატრიარქოს ფონდის ხელძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ პატრიარქის გზავნილი წაიკითხა. როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქმა თქვა, რომ ჯილდოს მიღება საჭირო არ იყო, მაგრამ როცა შეიტყო, რომ ეს ჟურნალისტების დიდი ნაწილის დიდი სურვილი იყო, ჯილდო თავმდაბლობით მიიღო.

 

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და ერთმანეთი შევიყვაროთ. ვეცადოთ შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორც დიდი სიყვარული, ასევე უზომოდ დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება, ვიყავი ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული. გადავაბრუნე გრაგინილი და ეწერა მთელს სიგანეზე" ერთსულოვნება". იქნებ, ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან, ერთსულოვნებას. სამებაში ერთსულოვნებაა. ყოვლადწმინდა მამა, ძე და სულიწმინდაში. ამასვე თხულობს ჩვენგან. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს. ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ".









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner