logo_geo
eng_logo
ილია მეორე: სამება ჩვენგან ერთსულოვნებას თხოულობს, იქნებ ვიფიქროთ ამაზე...
- +

26 დეკემბერი. 2017. 22:48



კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ერის სულიერი გაძლიერებისთვის ჯილდო „ოქროს ფრთა" გადაეცა. ჯილდო პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელს ლაშა ჟვანიას გადაეცა. ლაშა ჟვანიამ სცენაზე ილია მეორის მიმართვა წაიკითხა.


„უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორც დიდი სიყვარული, ასევე დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება - ვიყავი ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული. გადავაბრუნე გრაგნილი და ეწერა მთელ სიგანეზე - ერთსულოვნება. იქნებ ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან - ერთსულოვნებას! სამებაში ერთსულოვნებაა - ყოვლადწმინდა მამა, ძე და სულიწმინდაში და ამასვე თხოულობს ჩვენგან. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს - ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ", - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner