logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: მიშა, ლევენი ვარ, მამალაძე... პასუხი უნდა გაგებინო!
- +

22 აპრილი. 2016. 03:00



ბიზნესმენი, „სახალხო ხელისუფლების" ლიდერი  ლევან მამალაძე ოდესის ოქლის გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„სააკაშვილმა ტელეფონი გადაყლაპა თუ მოისრტოლა, ოდესელებს ეცოდინებათ!

ამსწინათ ინტერვიუ მივეცი უკრაინულ ტელეკომპანიას! ჟურნალისტი შემიჩნდა სააკაშვილს დაურეკე, რას გეტყვის მოგვასმენინიეო.

 სააკას ტლეფონი კიევში ჩემი კავშირების შედეგად მქონდა. დაურეკე და ვუთხარი - "მიშა ლევენი ვარ მამალაძე, თბილისში უნდა ჩავიდეთ და პასუხი უნდა გაგებინო საქართველოს დახლეჩაზე და მილარდობით მითვისებულ თანხებზე რაც ხალხს მოპარე."

 სააკამ შეჰყვირა „ვინ მისცა ტელეფონი მამალაძეს!" მოისროლა თუ გადაეყლაპა ტელეფონი ოდესელებს ეცოდინებათ. მიშა მრავალგზის გამექცა პირდაპირი ეთერიდან, სიმართლის მოსმენას ვერ უძლებს და ფსიქიურ აშლილობას უმძაფრებს. მივმართავ ყველა მედია საშუალებას და ტელევიზიას, იქნებ დაითანხმოთ სააკა პირდაპირ დებატებზე, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს!"- აღნიშნავს მამალაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner