logo_geo
eng_logo
სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს
- +

27 დეკემბერი. 2017. 00:17


 

„კახეთის სამხარეო პროკურატურაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებსა და ბებიას ამ წუთებში კითხავენ", - ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.


პარალელურად, პანკისის ქვეგანყოფილებაში მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.


სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.


„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner