logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ვფიქრობ, ვინ უნდა აგოს პასუხი ამ სიმახინჯეებზე?!
- +

27 დეკემბერი. 2017. 10:07



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვმოძრაობ თბილისში, ვხედავ გამქრალი სკვერების ადგილას აშენებულ ან ერთმანეთზე მიჯრილ მახინჯ კორპუსებს, დამახინჯებულ ქალაქს, ვფიქრობ - ვინ უნდა აგოს პასუხი ამ სიმახინჯეებზე, ამ მოქმედებაზე და უმოქმედობებზე, ვინ უნდა დაისაჯოს ამ ყველაფრისთვის და მხოლოდ ერთი პასუხი მოდის _ ეტყობა ყველაფერში დამნაშავე კორუფციის ფაქტზე დაჭერილი ოთო აბესაძეა. თორემ სხვა, ასევე სამაგალითოდ დასჯილიც ხომ მემახსოვრებოდა? სხვა გამოძიებებიც ხომ დაადგენდნენ დამნაშავეებს? ყველა ცოდვა ოთო აბესაძის ბრალი რომ არ იყოს, სასამართლოს ასეთი დაუნდობლობა ავადმყოფი ადამიანისადმი სხვა რით უნდა აიხსნას?

და კიდევ ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა, ვიცი:

კორუფციასთან ბრძოლა ამ ერთი ადამიანის თვალსაჩინოდ მკაცრი დასჯით საზოგადოებისგან სამაგალითოდ არ ჩაითვლება, არ ჩაითვლება თვალსაჩინოდ და ხელისუფლების მტკიცე ნებად. გადამლაშებულია ეს თემა.

ოთო აბესაძე ჩაითვლება განტევების ვაცად, რომლის ჯანმრთელობის თემაზე შეშფოთებას მის დაკავებამდე მეგობრებზე უფრო ხშირად ისაუბრებენ მისთვის სრულიად უცნობი ადამიანები... და გაჩნდება კითხვები - რა მიზეზით ისჯება ასე სასტიკად აბესაძე, როცა სხვებზე არაფერი ისმის?

ქალაქის დამახინჯებაში მონაწილეები კი მშვიდად გააგრძელებენ მახინჯ ქალაქში ცხოვრებას, მოსახლეობა კი გააგრძელებს იმ პერიოდის მოლოდინს, როცა კანონი ყველასთვის თანაბრად იკანონებს და სამართალი სიმართლეს გაუთანაბრდება", - წერს უძილაური.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner