logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: ოდესის ფსიქოპათ გუბერნატორს არ მივცემთ საშუალებას, საქართველოზე სისხლიანი ცდები გაიმეოროს!
- +

22 აპრილი. 2016. 10:10


„გპირდებით, ოდესის ფსიქოპათ გუბერნატორს არ მივცემთ საშუალებას, საქართველოზე სისხლიანი ცდები გაიმეოროს! ადრე წამებისა და ინტიმური კადრებით თვითონ ერთობოდნენ, ახლა კი საზოგადოებისთვის აწყობენ შოუებს, მთელი საქართველო პორნოსაიტად აქციეს", - აღნიშნული განცხადება „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ლევან მამალაძემ გააკეთა.



მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელების პროცესი ოდესიდან იმართება. მამალაძე კადრების გამოქვეყნებას მომავალშიც არ გამორიცხავს.



„იქ წყდება, ვისი კადრები როდის შემოაგდონ. ფაქტია, მედიასივრცეში კადრების გამოჩენისთანავე თვითონ დაიწყეს ჟივილ-ხივილი და ხელისუფლებაზე გადაბრალება. ვფიქრობ, კიდევ გამოქვეყნდება ფარული კადრები, რომ თითი მერე სხვისკენ გაიშვირონ", - ამბობს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner