საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სპეციალურ რეჟიმში. კერძოდ, უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე. ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ყინვა) აკრძალულია.
აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.