logo_geo
eng_logo
შსს-მ სასამართლო პროცესზე ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა
- +

27 დეკემბერი. 2017. 15:25



პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს.


აღნიშნულ ჩანაწერში ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, პოლიციელები კი პოეტს დამშვიდებისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.


სამხრე კამერების ჩანაწერს რატიანის დაცვის მხარე და მოსამართლე ერთობლივად, პორტატულ კომპიუტერში ეცნობიან.


შსს-ს წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს „რატიანის განყოფილებაში ყოფნის უწყვეტი ერთ საათიანი ვიდეო მასალა", რომელიც მათივე ინფორმაციით, მობილურითაა გადაღებული.


რატიანის დაცვის მხარე მოითხოვს, რომ მობილურით გადაღებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერი საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს, რადგან, მისი შეფასებით, ის სრულად არ ასახავს დაკავების მომენტს. ადვოკატის თქმით, შსს-ს უნდა წარმოედგინა სამხრე კამერების ჩანაწერი, რომელშიც ასახული იქნებოდა როგორც რატიანის გაჩერების, ისე დაკავების მომენტი.


შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner