საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება ინტენსიური მუშაობის შედეგად, დაგეგმილზე ადრე დასრულდა. შესაბამისად, 2017 წლის 28 დეკემბერს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.