ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს სამინისტროსა და ასოციაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
|საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია" საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G)-ის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე 15 კერძო კომპანია და მისი ძირითადი მიზნებია: