logo_geo
eng_logo
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- +

27 დეკემბერი. 2017. 20:49



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე  ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს სამინისტროსა და ასოციაციას შორის  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.


|საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია"  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G)-ის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე 15 კერძო კომპანია და მისი  ძირითადი მიზნებია: 


  • განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება
  • განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია
  • ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება
  • კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შემუშავების ხელშეწყობა
  • დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება
  • ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის ასევე, დარგის ტექნიკური სტანდარტებისა და რეგლამენტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner