logo_geo
eng_logo
„სენტა ჯგუფი“ ახალ სასტუმრო - „Art Boutique Hotel“-ს ხსნის
- +

22 აპრილი. 2016. 10:52


„სენტა ჯგუფმა" თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი, 30-ნომრიანი სასტუმრო „Art Boutique Hotel"  ააშენა.


კომპანია „სენტა ჯგუფის" თანამესაკუთრემ ზაალ იაკობიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო, თბილისის მერიის პროგრამა „იაფი კრედიტის" დახმარებით ააშენეს, შემდეგ კი, მართვაში გასცეს.


მისივე თქმით, „სენტა ჯგუფი" ძირითადად, ნავთობპროდუქტების მიმართულებით მუშაობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესშიც აქტიურად ოპერირებს.


„სენტა ჯგუფს" ასევე ეკუთვნის ნუცუბიძის მესამე პლატოზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.


ზაალ იაკობიძემ იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო მათ მიერ განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტი იქნება.


თაბუკაშვილის 33 ნომერში მდებარე სასტუმროს გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება.


ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან თბილისის მერი და მისი მოადგილეები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner