ტერორიზმის ხელშეწყობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის დაკავებულ ერთ-ერთი პირს რუსლან ალდამოვს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი უკვე წარუდგინეს.
მისმა ადვოკატმა შენობიდან საქმის მასალები გამოიტანა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
სპეცოპერაციისას დაკავებული სხვა პირებისთვის ბრალის წარდგენა ე.წ. მოდულის შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩატარდა.