პეტერბურგში სუპერმარკეტის შემნახველ საკანთან მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის გამო სუპერმარკეტის ტერიტორიიდან 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და მაშველები.
„იყო აფეთქება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზეა. ევაკუაცია დასრულებულია. შემთხვევის ადგილას ცეცხლი არ ყოფილა", - აღნიშნა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელმა რუსულ მედიასთან საუბარში.