Euronews.ge-ს ცნობით, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება. მოხსენებაზე ევროკავშირში 2015 წლის სექტემბერში შექმნილი სპეციალური სტრუქტურა „აღმოსავლეთის სტრატკომი" მუშაობს.
სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ის ინტერნეტ-კომპანიები, რომლებიც რუსული ექსტრემისტული პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებული, სპეციალურ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან.
„ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც შარშან „სტრატკომის" პროგრამა მტკიცდებოდა, მას გარკვეული კრიტიკა მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდან, რადგან არ იყო ზუსტად განსაზღვრული ის საზოგადოებრივი არეალი, რომელსაც „სტრატკომი" მოიცავდა. „სტრატკომის" ხელმძღვანელი პორტმანი არწმუნებს პარლამენტარებს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას, არამედ დასავლეთ ევროპის მცხოვრებლებსაც შეეხებათ. დასავლეთევროპელი მცხოვრებლები არანაკლებ ცუდად არიან ინფორმირებული და განიცდიან რუსული პროპაგანდის გავლენას. მაგალითად, საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარი ომის დაწყებაში კიევს ადანაშაულებდა. ხოლო გერმანელების მესამედი იმავე აზრზე იყო", - წერს სააგენტო.
წყარო: euronews.ge