შსს-მ ზვიად რატიანის საქმეზე ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. როგორც ვიდეოში ისმის, პოეტი პატრიარქს და პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა ბოღმა გკლავს ამისთანა: ღვინით გახეთქილი- 84 წლის პატრიარქს, რომ აგინებ", - წერს ჩრდილელი.