შსს-მ ზვიად რატიანის საქმეზე ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. როგორც ვიდეოში ისმის, პოეტი პატრიარქს და პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს. აღნიშნულს ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზვიად რატიანის დაწერილი, ყველა ლექსი ვნახე ერთად, დამწვარი და დაბუგული...
პატრიარქს კი არა, უბრალო მოკვდავსაც რომ აგინებ, მაშინ ხარ არაკაცი... მითუმეტეს, როცა ერის სულიერ ლიდერს და მოძღვარს, ერთი დაუბანელ-დაუვარცხნელი, ლოთი ზურაბ რატიანი, ნაცების სათაყვანებელი „დიდი პოეტი" აგინებს....
თქვენ რაა, ხალხნო, ისეთი საქართველო გინდათ, სადაც გალეშილი პოეტი, გაფხრეწვამდე პატრიარქს ლანძღავს და აგინებს?... ბატონო ზვიად, საინტერესოა, ამის შემდეგ, შვილებს როგორ შეხედავთ თვალებში?!. ანდა, თქვენს ლექსებს, აწი ვინ წაიკითხავს, თქვენნაირი გაუზრდელი და უკულტურო ადამიანების გარდა? ფუი თქვენს კაცობას... დასანანია და სამწუხაროა, როცა ერს, თქვენნაირი „დიდი პოეტის" მანტიაში შენიღბული ბოროტება ჰყავს! სირცხვილი თქვენ!" , - წერს ლიპარტელიანი.