logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ძალიან მწარედ მახსოვს, როდესაც...
- +

28 დეკემბერი. 2017. 01:05



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

 

„რაც შეეხება ყბადაღებულ „სამხრეთ ოსეთის" და იქ დისლოცირებული პოლკოვნიკი თენგიზ ეპიტაშვილის თემას, აი რას წერს იუსტიციის გენერალი მერაბ რაფავა, რომელიც 1991 წელს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. იგი განსხვავებით მისი არაერთი კოლეგისგან კანონიერ ხელისუფლებასთან დარჩა:

 

მერაბ რაფავა:

 

„ეს იმათ წასაკითხად, ვინც ამბობს ან წერს, რომ ზვიად გამსახურდიას დროს დაიკარგა ჩრდილოეთი ქართლი (,,ცხინვალის მხარე")...

 

ახლა მაინც მოიხსენით შავი სათვალე და საღად გაახილეთ თვალები, თქვით სიმართლე...

 

გენერალ თენგიზ ეპიტაშვილის ქმედება ცალკე სასაუბრო თემაა...

 

1991 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით სრულად ვაკონტროლებდით ცხინვალის რეგიონს. ოსურ მხარესთან მოლაპარაკების საფუძველზე ცხინვალის რეგიონში 500 მებრძოლი საქართველოს შსს რიგებიდან და 300 მებრძოლი ოსური მხრიდან აკონტროლებდა რეგიონს. კომენდანტი იყო ქართული მხარის წარმომადგენელი პოლკოვნიკი თენგიზ ეპიტაშვილი, ხოლო კომენდანტის მოადგილე ოსური მხარის წარმომადგენელი ვალერი გაზაევი. ცხინვალში ქართული იურისდიქცია სრულად იქნა აღდგენილი. კანონიერ ხელისუფლებაზე თავდასხმის მეორე დღესვე ეპიტაშვილმა თვითნებურად ქართული შენაერთი გამოიყვანა ცხინვალიდან და წამოვიდა თბილისში, ხოლო მებრძოლებს უბრძანა წასულიყვნენ სახლებში და დალოდებოდნენ მის განკარგულებას. ასე გადააბარა ეპიტაშვილმა ოსურ მხარეს ცხინვალი..."

 

ჩემი კომენტარი: ძალიან მწარედ მახსოვს, როდესაც პუტჩის დღეებში (1991 წლის 22 დეკემბერი - 1992 წლის 6 იანვარი) ხმა გავარდებოდა ხოლმე, რომ აი, ეპიტაშვილის ტანკები დაიძრნენ, უკვე გაწმინდეს ქალაქი და მალე კონსტიტუციური წესრიგი აღდგებაო. ძალიან მალე აღმოჩნდებოდა, რომ ეს ჭორი და მითქმა-მოთქმაა. ამის შემდეგ ადამიანს, რომელიც ტყუილ და ფუჭ დაპირებებს იძლევა, ეპიტაშვილის ტანკად მოვიხსენიებ, რომელიც დღემდე გზაშია, მაგრამ თბილისამდე ვერ ჩამოაღწია.

 

სხვათა შორის ეს ეპიტაშვილი მოჩანს თბილისში მოსკოვიდან შევარდნაძის დაბრუნების კადრებზე, 1992 წლის 6 მარტს", - წერს გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner