logo_geo
eng_logo
უკრაინული პრესა: თუ მიხოს მოქმედი პასპორტი არ აქვს, სად და როგორ ჩაურტყა ვიზა ჰოლანდიის საელჩომ?!
- +

28 დეკემბერი. 2017. 02:55



საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰოლანდიის ვიზის მიღებას უკრაინული გამოცემა КП в Украине ვრცელი სტატიით ეხმაურება.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" ვიქტორია მაკარენკოს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით აქვეყნებს:

 

მიხეილ სააკაშვილმა რომ ჰოლანდიის ვიზა აიღო, ამის თაობაზე ნიდერლანდების სამეფოს უდიდესმა გაზეთმა De Telegraaf-მა დაწერა, თან ქვეყნის უშიშროებისა და იუსტიციის სამინისტროც დაიმოწმა, რომ მართალია, ტყუილი არ გეგონოთო. ვიზა გაცემულია „ოჯახის გაერთიანების" პირობით - მიხოს ცოლი სანდრა რულოვსი ნიდერლანდების მოქალაქეა.


თვითონ მიხეილ სააკაშვილი ვიზის აღების ფაქტს უარყოფს: „კარგით, რა... რაში მჭირდება ჰოლანდიის ვიზა? მე ევროპის ყოველ ქვეყანაში წასვლა ისედაც შემიძლია, მოქალაქეობის რამდენიმე შემოთავაზებაც მაქვს რამდენიმე ევროპული ქვეყნისაგან და იაქური წამყვანი პოლიტიკოსებისაგან. მე ასევე მაქვს ავტომატური უფლება ჰოლანდიის მოქალაქეობაზეც, ჩემი ოჯახი ხომ ჰოლანდიიდანაა. მაქვს აგრეთვე სამუშაოდ მიწვევა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. მოკლედ, ვიზის პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ტელეარხ NewsOne-ს ეთერში გამოსვლისას, თუმცა მან იქვე აღიარა, რომ მას არცერთი სრულფასოვანი პასპორტი არ აქვს.


თუ არცერთი პასპორტი არ აქვს, მაშ როგორ მოახერხა ვიზის მიღება დოკუმენტების გარეშე? თუ მიიღო, სად „ჩაურტყეს"? ამ კითხვებზე პასუხისათვის კიევში ნიდერლანდების საელჩოს მივმართეთ. როგორც დიპლომატებმა აგვიხსნეს, ვიზის გაცემის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნების უფლება მხოლოდ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს. ამასთან განგვიმარტეს, რომ ვიზის მისაღებად პირს საზღვარგარეთის პასპორტი უნდა ჰქონდეს, რომლის გარეშე საზღვრის გადალახვა ფიზიკურად შეუძლებელია.


მიხოს უკრაინის საზღვარგარეთული პასპორტი რომც ჰქონდეს გადანახული, ის მაინც ძალადაკარგული იქნება: ყველა სასაზღვრო ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პასპორტი უმოქმედოა. „თუ პასპორტი ხელზე არ გაქვს, გადაუდებელ შემთხვევებში შეიძლება მისი ასლით ისარგებლო, მაგრამ თუ პასპორტი გაუქმებული და ანულირებულია, მაშინ ვიზას ვერ მიიღებ, არცერთი საელჩო ამგვარ პასპორტს არ გაუშვებს", - აუხსნეს ჩვენს გაზეთს კომპეტენტურმა ექსპერტებმა. რაც შეეხება ნიდერლანდებში მყოფ ოჯახთან „შეერთებას", რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილს ვიზის მიღება შეეძლო (თეორიულად), ამისთვისაც აუცილებელია სამოქალაქო პასპორტი, რომლითაც ოჯახური კავშირი ოფიციალურად დასტურდება.


ვის აწყობს ეს მითქმა-მოთქმა?


როგორც პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი ამბობს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან მოდის ინიციატივა. „თუ ეს თვითონ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა, მაშინ გასაგებია. იგი ხშირად აკეთებს პათოსურ განცხადებებს, რომ „უკრაინა ძალიან უყვარს, არ მიგვატოვებს" და ა.შ. თუ ეს ხელისუფლებისგან მოდის, მაშინ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ჩუმად წასვლის შანსს აძლევენ. ალბათ, მას ეუბნებიან: „მიშა, წადი, სანამ სერგეი კურჩენკოს სატელეფონო ჩანაწერების მსხვერპლი არ გახდები. გაძლევთ შანსს, რომ ლამაზად წახვიდე". ვადიმ კარასევი დარწმუნებულია: თუ ხელისუფლებამ მოისურვა, მიხოს ვიზის აღება პასპორტის გარეშეც თავისუფლად შეეძლო.


------


როგორც 22 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზეისტრამ ტელეარხ NOS-ის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუ მას სურვილი ექნება, კანონმდებლობის თანახმად, შეუძლია ჰოლანდიის ქვეშევრდომობა მიიღოსო. სააგენტო „ფრანს-პრესის" ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა, თავისი ადვოკატის მეშვეობით, უკვე წარადგინა თხოვნა ჰოლანდიაში დროებითი ცხოვრების ნებართვის მისაღებად


წყარო: http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/4837399


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner