„სულიერებაში გამობრძმედილი მამები (ბერები) ხშირად თავს იმათრახებენ, რომ ამპარტავნება დაამარცხონ... საკვებს ნაცარს აყრიან, რომ გემოთმოყვარეობას სძლიონ. ჩვენ კი, გვსიამოვნებს, როცა გვაქებენ. გვგგონია კი არა, დარწმუნებული ვართ, რომ ვიმსახურებთ ხოტბას. გამოვიგონეთ სამარხვო ტორტი და ნაყინი. ვებღაუჭებით ყველაფერს მიწიერს, მატერიალურს, ამქვეყნიურს... სამოსი, ნივთები, სამკაული, საკვები... ვაგროვებთ, ვაგროვებთ... და ბოლოს, ამა სოფლიდან არც არაფერი მიგვაქვს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იღწვის სულისთვის და არა ხორცისთვის. ასეთების გული სუფთაა. ჩვენ კი, ყველაზე მეტად სწორედ სუფთა გულები გვაკლია. ქვეყანა, რომელსაც ბევრი სუფთა გული ჰყავს, ხარობს... ვითარდება... შენდება... შურიან და ბოღმით დამძიმებული ქვეყანას კი, შავი ღრუბელი აწევს. ასეთ მიწაზე მუდმივი წუწუნი, ცრემლი და გაჭირვებაა. არ გვინდა ღრუბელი, არც შავი და არც ნაცრისფერი. გახარებული ქვეყანა გვინდა", - წერს ინაშვილი.