თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პოეზიის ღმერთებისთვის სალოსი, მეფე და დიდი მგოსანი, საოცარი ხალხური პოეტური ჟანრის შემქმნელი ვინმე რატიანი.
ან რა რიტმი შემოგვთავაზა, ან რა რითმა, ან რა თანწყობა, ან რა ინტონაცია, ალბათ სწორედ ეს დიდი შემოქმედებითი ნიჭი გახდა ქართული ლიტერატურის ამაგდარი მოღვაწეების მისდამი უკიდეგანო მხარდაჭერის მიზეზი, ალბათ სწორედ მოზღვავებულმა ნიჭმა შექმნა ისეთი მეტაფორა სადაც დამნაშავე მსხვერპლად გადააქციეს, ხოლო ნამდვილი მსხვერპლი კი დამნაშავეს შეადარეს!" - წერს ვატო შაქარიშვილი.