საქართველოში დღეს 2,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია.
„მიწისძვრა დაახლოებით 11:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი მანგლისთან არის და მისი მაგნიტუდა 2,6 ბალია. ასეთი მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად ხდება, მათი რეგისტრაცია აპარატურის მიერ ხდება და ადამიანი ვერც გრძნობს", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.