logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა
- +

28 დეკემბერი. 2017. 12:33



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გუშინ სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.


„თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა", - განაცხადა პუტინმა სირიაში სამხედრო ოპერაციის წევრ ოფიცრებთან შეხვედრაზე.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მან უშიშროების ფედერალურის სამსახურის დირექტორ ალექსანდრე ბორტნიკოვს უთხრა, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებისას სამართალდამცველები კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ.

 

„თუ ჩვენი თანამშრომლების, ოფიცრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, საჭიროა გაბედული მოქმედება და ბოროტმოქმედების ადგილზე ლიკვიდირება, ტყვედ აყვანის გარეშე", - განაცხადა პუტინმა.


შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში, კონდრატიევის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner