ძლიერმა ქარმა თბილისში სახლებს სახურავი გადახადა. საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ძირითადად ისანი-სამგორის რაიონსა და აფრიკის დასახლებაში მოხდა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საბურთალოზეც.
ამასთან, ხეების წაქცევის, ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების ფაქტებზე სამაშველო სამსახურში 150-მდე შეტყობინება შევიდა.