logo_geo
eng_logo
„აშშ-ს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა“
- +

28 დეკემბერი. 2017. 13:36

 


„აშშ-ს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა და დასავლური ქვეყნების სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევით ძირი გამოუთხარა. რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს ილუზიები არ აქვს იმის თაობაზე თუ რა რეჟიმთან აქვს საქმე", - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სტატიაში, რომელიც გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო უკრაინაში არსებულ სამხედრო კონფლიქტს.


მისი თქმით, უკრაინის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერის დანიშვნა ასახავს აშშ-ს მისწრაფებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში ფხიზლად ვართ, საჭიროა რუსეთთან მუშაობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია. ეს ყველაზე აშკარა სირიაშია", - ნათქვამია რექს ტილერსონის სტატიაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner