„აშშ-ს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა და დასავლური ქვეყნების სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევით ძირი გამოუთხარა. რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს ილუზიები არ აქვს იმის თაობაზე თუ რა რეჟიმთან აქვს საქმე", - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სტატიაში, რომელიც გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო უკრაინაში არსებულ სამხედრო კონფლიქტს.
მისი თქმით, უკრაინის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერის დანიშვნა ასახავს აშშ-ს მისწრაფებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში ფხიზლად ვართ, საჭიროა რუსეთთან მუშაობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია. ეს ყველაზე აშკარა სირიაშია", - ნათქვამია რექს ტილერსონის სტატიაში.