logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: როცა ქეთევან ქარდავა სააკაშვილის რეჟიმს უძვრებოდა, „ობიექტივში“ სიმართლის ხმა ისმოდა!
- +

28 დეკემბერი. 2017. 15:28



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სააკაშვილს და სააკაშვილის რეჟიმს უძვრებოდა და ათეთრებდა, „ობიექტივში" ისმოდა სიმართლის ხმა. „ობიექტივი" ეთერს უხსნიდა ყველა იმ უფლებადამცველს, პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, ჟურნალისტს, სტუდენტს, ვინც პოლიტიკურ უმცირესობაში იყო, მაგრამ საჯაროდ უპირისპირდებოდა ტირანიას. იმ ტირანიას, რომლის ერთგული მსახური იყო ქალბატონი ქარდავა. სხვათა შორის, დღესაც წინა რეჟიმის ერთგული ჯარისკაცია. სულ რომ არაფერი გააკეთოს „ობიექტივმა", მან ამხილა ციხეებში პატიმრების მასობრივი წამების ფაქტები, ამხილა სისტემური დანაშაული, ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეტყობა, ამ და სხვა ე.წ. ჟურნალისტებს ხშირად უნდა შეგახსენოთ, რომ „ქართული ჟურნალისტის განვითარება" სისხლიანი რეჟიმის მსახურებას არ ნიშნავს", - წერს ინაშვილი.








 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner