მართა მაჩაბელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იამაყეთ, ქართველებო!!! სამეფო სახლის კანცლერის - კახა ქორიძის, რომელიც საქართველოს არაპროფესიონალ საუკეთესო მსახიობების ათეულში შევიდა „ღიმილის ბიჭებში" შესრულებული თემურის როლით, შვილიშვილი - ირაკლი კვირიკაძე დღეს ევროპის მომავალ კინოვარსკვლავთა ათეულში დასახელდა ფილმში „მძევლები" შესრულებული როლით და თებერვალში მიწვეულია დასაჯილდოებლად ბერლინის კინოფესტივალზე. ბაბუამ ხატოვნად განაცხადა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილიშვილი სჯობდეს ბაბუსა". ირაკლი კვირიკაძე შვილია ულამაზესი მსახიობის - ნინო ქორიძის, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს არაერთი როლით. შემოდგომაზე ნინოს მეუღლე, მსახიობი - თორნიკე გოგრიჭიანი, როგორც ფილმის „ნოდარი" რეჟისორი „გრანპრით" დაჯილდოვეს თეირანის კინოფესტივალზე, რაც ასევე არ გაუშუქებია მედიას, ვინაიდან ქართული მედია, ძირითადად, მომხდარ უბედურებებს აშუქებს. ვუერთდებით კანცლერის ოჯახის ზეიმს მადლობა გიორგი ისაკაძეს", - წერს მაჩაბელი.