logo_geo
eng_logo
რუსმა სამხედროებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
- +

22 აპრილი. 2016. 11:31


სააგენტო „Reuters" ებრაულ ტაბლოიდ „Yedioth Ahronoth"-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიაში მყოფმა რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს.



ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს როგორც ოფიციალური თელ-ავივის, ისე მოსკოვის სამხედრო უწყება.


შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ებრაული არმიის მიერ განხორციელებული ათეულობით ავიაიერიშის შესახებ განაცხადა, თუმცა ოპერაციის დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner