ევროკავშირის საბჭომ ერთიანი ევროპული სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
სააგენტოს შექმნის შესახებ, მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს", - აღნიშნა ევროკომისარმა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ საზღვრის დაცვის ახალი საგენტოს შექმნის პროცედურები მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდეს.