ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი თავდაპირველად ღია იყო, თუმცა მოგვიანებით დაიხურა. მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ დახურა, რაც პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
პროცესს მხოლოდ ბრალდებულების - რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.