logo_geo
eng_logo
სუს-ში ადასტურებენ, რომ ტრაპზონში დაკავებულ გოჩა საგინაძეს აჰმედ ჩატაევთან ჰქონდა კავშირი
- +

28 დეკემბერი. 2017. 19:00



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ 26 დეკემბერს ტრაპზონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნამდვილად გოჩა საგინაძეა. უწყების ინფორმაციით, საგინაძე თურქმა სამართალდამცავებმა ქართველო კოლეგების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს.


აღნიშნული ინფორმაცია კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ამოღებული აჰმედ ჩატაევის მობილური ტელეფონიდან მოიპოვა.


„დიახ, არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და აჰმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცავებმა 26 დეკემბერს ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე გოჩა საგინაძე დააკავეს. დაკავებული ტერორიზმთან კავშირშია მხილებული. თურქმა სამართალდამცავებმა ბრალდებულის კუთვნილი ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მასალები ამოიღეს. თურქი სამართალდამცავებისთვის გადაცემული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა აჰმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან," - განუცხადა „პრაიმტაიმს" სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტრაპზონში გოჩა საგინაძესთან ერთად დაკავებულია მისი მეუღლე მარიამ ვაშაყმაძეც.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner