ყოფილი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი დასავლეთს რუსეთის იზოლაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„როსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვას „ამერიკის ხმა" აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, გორბაჩოვი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ინდივიდუალური სანქციების გაუქმებას ითხოვს.
85 წლის ყოფილი ლიდერის განცხადებით, რუსეთი „მნიშვნელოვან და პოზიტიურ" როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და ამის გამო, მისი ქვეყანა არ დაუშვებს, რომ მსოფლიოში „მეორეხარისხოვანი" ფუნქცია ჰქონდეს.
გორბაჩოვმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რუსეთის პოზიტიურ როლს სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში.