logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური
- +

29 დეკემბერი. 2017. 04:07


 

„მთავარი ამოცანაა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა გიორგი გახარიამ კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


„ჩვენი მთავარი ამოცანა არის შს სამინისტროს საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. საზოგადოების ნდობის გარეშე შსს-ს საპოლიციო სისტემის რეფორმირება შეუძლებელი იქნება. მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი. ჩვენი მხრიდან კარი არის ღია. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. ყველას კარგად გვესმის, რომ სისტემის რეფორმირება არის უმნიშვნელოვანესი დღეს, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთი და მეორე, რის გამოც ჩვენ აქ მოსვლა გადავწყვიტეთ - რამდენიმე დღის წინ იყო პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციის დროს ჩვენ აშკარად დავინახეთ ის მესიჯები, რომელიც ძალიან ახლო თანხვედრასთან მოდიოდა ჩვენს პოზიციასთან სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner