logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: პრესას და მედიას აქვს სრული თავისუფლება, წერონ რაც უნდათ...
- +

22 აპრილი. 2016. 12:06


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ან 64­ ზე რატომ ვართ და 1­ზე რატომ არა?!

 

პრესას და ზოგადად მედიას აქვს სრული თავისუფლება, წერონ რაც უნდათ, ასევე, დააბრალონ რაც უნდათ, ცილიდაწამონ ვისაც უნდათ, როგორც უნდათ, რა დოზითაც უნდათ! არავითარი შეზღუდვა არც კანონით არც მორალით, არც ეთიკით! არავითარი პირადი და დაცული სივრცე, ზომიერების არავითარი ფარგლები! (რა თქმა უნდა, პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ!) ჰო და, ამ ანგარიშის ავტორები, როგორც ჩანს, კარგად არ იცნობენ ჩვენს პრესას, ჩვენ ვიმსახურებთ პირველს!"­ აღნიშნავს კობახიძე.


პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 180­დან 64­ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეთ" გამოაქვეყნა.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარშანდელთან შედარებით საქართველომ საკუთარი პოზიციები 5 ადგილით გააუმჯობესა, რადგან 2015 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში 69­ე ადგილი დაიკავა.


საქართველოში პრესის თავისუფლების დონე 27,96 პუნქტად ფასდება, რაც წინა წელთან შედარებით 0,26 პუნქტით ნაკლებია.


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს. ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათი გახდა, თუმცა მუქარები კვლავ ფიქსირდება.

 

„ამასთანავე მედია კვლავ რჩება ძალიან პოლარიზებული და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიამესაკუთრეები ხშირად სარედაქციო პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას. წამყვანი ტელეარხების მესაკუთრეობისთვის ომი კი, შეშფოთების საგანია მედიაპლურალიზმის მომავლის შესახებ", ­ ნათქვამია ანგარიშში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner