logo_geo
eng_logo
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი წლის დღეებში ქალაქს უფასოდ მოემსახურება
- +

29 დეკემბერი. 2017. 00:03

 

 

რუსთავის მერიის ცნობით, საახალწლო დღეებში რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

რუსთავის მერიამ განაცხადა, 31 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები, ქალაქში საახალწლო კონცერტის დასრულებამდე გვიან ღამემდე იმოძრავებენ, პირველ და 2 იანვარს კი, მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ.


ამასთან, ახალი წლის ღამეს 20:00 საათის ნაცვლად, მოსახლეობას ტრანსპორტი 23:00 საათამდე მოემსახურება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner