logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვყავს ძალიან ამბიციური გუნდი, სადაც თითოეულ დეპუტატს თავისი შეხედულებები აქვს
- +

29 დეკემბერი. 2017. 00:42


 

„გასული 13 თვის განმავლობაში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები იყო, თუმცა უმრავლესობის გუნდი კონსენსუსამდე ყოველთვის მიდიოდა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" .


„ერთ-ერთი მაგალითი იყო საარჩევნო სისტემა, სადაც გუნდის წევრებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. თუმცა, შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება იქაც მოვახერხეთ. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა პოზიცია იყო. იყვნენ დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემას ემხრობოდნენ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ სისტემის შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოო ჯამში, შუალედური გადაწყვეტილების მიღება მოვახერხეთ, რაც უმრავლესობის შიგნით კომპრომისისა და კონსენსუსის შედეგი იყო.

 

გასული წლებიდან ცუდად გვახსოვს მონოლითური, მორჩილი უმრავლესობები. ის, რაც ახლა უმრავლესობის გუნდში ხდება, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ გვყავს ძალიან ამბიციური გუნდი, სადაც თითოეულ დეპუტატს თავისი შეხედულებები აქვს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, უახლოეს პერიოდში გამოაკლდება თუ არა უმრავლესობას ვინმე და უნდა ველოდეთ თუ არა დანაკლისს, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსოლიდირებულია.

 

„უმრავლესობაში 116 დეპუტატით მოვედით და ვამაყობთ იმით, რომ ამ უმრავლესობას ძალიან მყარად ვინარჩუნებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner