ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა „პროფილში" მაყურებელს მადლობა გადაუხადა და შემდეგი სახის ტექსტით მიმართა:
„რა იყო ეს წელი, რისთვის იყო და რატომ დადგა ჩემს ცხოვრებაში - დღემდე არ ვიცი. ვიცი, მხოლოდ ის, რომ ასეთი რთული გამოწვევა ცხოვრებაში არ მქონია - მებრძოლა სიცოცხლისთვის. და თუ რამე გამომივიდა, თუ დღეს ფეხზე ვდგავარ, თუ თქვენთან საუბარი შემიძლია, ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაცაა. ამიტომ გიხდით მადლობას ამ წლისთვის, ყველაზე მძიმე წლისთვის მთელი ჩემი არსებობის მანძილზე. მადლობა რომ გადამატანინეთ, მადლობა, რომ ბოლომდე მიმაყვანინეთ, მადლობა, რომ ძალა მომეცით მებრძოლა გამარჯვებისთვის, მებრძოლა სიცოცხლის სასარგებლოდ. ჰოდა, ეს წელიც დამთავრდა" - განაცხადა მაია ასათიანმა.