logo_geo
eng_logo
კახა კალაძე არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვდეს
- +

22 აპრილი. 2016. 12:18


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდეს. მისი თქმით, საარჩევნო სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „ამაზე მსჯელობა აუცილებლად იქნება".

მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ მის გარდა სიაში სხვა მინისტრებიც იყვნენ.



ვიცე-პრემიერის განცხადებით,  „ქართული ოცნების" ყრილობას კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება.



ყრილობაზე მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების დასახელება. იქნება ანგარიში, თუ რა გააკეთა პარტიამ 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოწვევას, რა თქმა უნდა, ის სტუმრის სტატუსით იქნება მოწვეული, ისევე როგორც სხვა მრავალი ადამიანი", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner