„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთადერთი იარაღს არ ესვრიან 1991 წლის მსგავსად მთავრობის სასახლეს თორემ სხვა მხრივ სრული შტურმი მიდის ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით პოლიციაზე. ესეიგი სამართალდამცავებს უნდა აგინონ, ცემონ, მკვდარი და ცოცხალი არ უნდა დაუტოვონ, პანჩურები ურტყან და თუ პოლიციამ ადეკვატურად იმოქმედა მედიამ ანათემას უნდა გადასცეს სამართალდამცველები", - წერს მჟავანაძე.