logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ნაძირალა ბოკერია საპატრიარქოში თავისი მისვლით ისახავდა კონკრეტულ მიზანს...
- +

27 დეკემბერი. 2017. 21:30



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნაძირალა ბოკერია საპატრიარქოში თავისი მისვლით ისახავდა კონკრეტულ მიზანს - გამოეწვია უკმაყოფილება მართლმადიდებლურ მრევლში, დაენერგა უნდობლობა ეკლესიის მიმართ. ეს იყო ამ ავაზაკი - ბარაბას მზაკვრული ჩანაფიქრი. უამრავი განრისხებული წერილი მომდის, რამაც დამარწმუნა, რომ იუდამ გარკვეულწილად მიაღწია საწადელს. მინდა, მოგმართოთ და გთხოვოთ - მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სანახავი იყო ბოკერიას ხილვა საპატიო სტუმრად, ნუ გავახარებთ სატანის მოციქულებს, ათეისტი-ბოლშევიკების სულიერ შვილებს, სოროსის ლეკვებს და თავად ბოკერიას, ნუ მივეცემით ნიჰილიზმს და უნდობლობას, პირიქით, გავაძლიეროთ ჩვენი თანადგომა და რწმენა ეკლესიის მიმართ! ეს იქნება ლახვარის ჩაცემა მართლმადიდებლობის მტრებისათვის!!!" - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner