logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: რუსული ტვირთებიც წამოვიდოდა ლაზიკაზე, სრული ბუმი იქნებოდა
- +

22 თებერვალი. 2016. 10:25



საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ლაზიკის და ანაკლიის პორტის პროექტს ვერ განახორციელებს. განცხადება სააკაშვილმა გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები" გააკეთა.  


„ჩვენი იდეა იყო ბევრად მეტი, ვიდრე პორტი და პორტის დროც გასულია. სინგაპური თავის დროზე მეხუთე ფლოტმა განავითარა იმიტომ, რომ ტვირთების გადატანა სჭირდებოდა და სინგაპურმა ეს გამოიყენა. შემდეგ აზიაში დაიწყო მოძრაობები და მთელი ეს ნაკადები სინგაპურმა წამოიღო. 2013 წლიდან 2015 წლამდე მთელი ტვირთები აქეთ წამოვიდოდა, ოდესის პორტი ჩაიკეტა. რუსული ტვირთებიც წამოვიდოდა ლაზიკაზე. სრული ბუმი იქნებოდა. მე იმიტომ ვაპირებდი ამ პროექტის 2013 წლის ბოლომდე დასრულებას, რომ ამ დროისთვის ავღანეთიდან ჯარი და ტექნიკა გამოდიოდა. ყველაზე მომგებიანი ადგილი ეს იყო და ამ დროს მთელი ტვირთები წამოვიდოდა", - ამბობს სააკაშვილი.


სააკაშვილის განმარტებით, მაშინ რუსეთ-უკრანის ურთიერთობების ასე დაძაბვას არ ელოდებოდა, მაგრამ ახლა, უკვე არსებულ ვითარებაში ამ პორტის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner