logo_geo
eng_logo
„სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია!“ - გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინეს
- +

29 დეკემბერი. 2017. 12:17


 

სააპელაციო სასამართლომ მსახიობ გია როინიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და თუმანიშვილის თეატრში აღადგინა. ამის შესახებ როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის (ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!" - წერს როინიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner